ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც აქ ხართ და ძალიან ვაფასებ თქვენს ამ მხარდაჭერას, რომელსაც ვგრძნობ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს თქვენი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის, უახლოეს მომავალში, რისთვისაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში [ვიბრძვით], განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მოპარული არჩევნები სახეზე გვქონდა და არ გავუფორმეთ ქართულ ოცნებას ეს მოპარული არჩევნები და ვიბრძოლეთ და დღემდე ვიბრძვით ახალი არჩევნებისთვის, როგორც არასდროს, ისე ახლოს ვართ ახლა მოპოვებასთან. მთავარია ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და ძალიან ცოტა ხანში ახალი არჩევნები ჩაინიშნება.
tbl.ge/5fdx
დაკოპირდა

ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს.
ამავე თემაზე
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო
- IRI: დაშინების ფაქტებმა, დისბალანსირებულმა ოქმებმა ხელი შეუშალეს საერთო მიღწევებს
- ხოშტარია პლებისციტზე: მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს