ნიკა მელიას საქმე

სუბარი გახარიაზე: გამიჯვნა-არგამიჯვნა არ ვიცი, რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე

გამიჯვნა-არგამიჯვნა არ ვიცი, რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად რომ გითხრათ, თვითონ რაც თქვა, იმის გარდა.

[ნიკა მელიას დაკავებაზე] რამე მსჯელობა რომ ყოფილიყო გუნდში, ყოველ შემთხვევაში, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, ისეთი არ ყოფილა და არც მგონია, რომ რამე ყოფილიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის დაკავება თუ დასაკავებელია, აქ ორი აზრი არ არსებობს და არანაირი პოლიტიკური მდგენელი არ უნდა არსებობდეს

ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი კითხვაზე, "როგორ აფასებთ გიორგი გახარიას გამიჯვნას იმისგან, რომ მმართველი გუნდი აპირებდა ძალისმიერი მეთოდებით ენმ-ის ოფისში შეჭრას და ნიკა მელიას დაკავებას".

კომენტარები