ქართული ოცნება

თალაკვაძე: პოლიტიკური გუნდი ერთიანია და დესტაბილიზაციის არანაირ მცდელობას არ დავუშვებთ

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პრემიერმინისტრის გადადგომას გამოეხმაურა. თალაკვაძის თქმით, მმართველ გუნდში კონსულტაციებს უკვე იწყებენ და პრემიერმინისტრისა და მთავრობის შემადგენლობის წარდგენა პარლამენტისთვის გონივრულ ვადებში მოხდება.

"რაც ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, არის, რომ პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი და სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ყველა საჯარო ფუნქციის, ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდება გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში ქვეყანაში და რასაკვირველია, ჩვენ არანაირ წყვეტას, არანაირ მცდელობებს დესტაბილიზაციის ქვეყანაში არ დავუშვებთ და ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია არის საქართველოს პარლამენტი". – თქვა თალაკვაძემ


საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. როგორც მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მან მმართველ გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია. გახარიას თქმით, ასეთი ღონისძიება მხოლოდ მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ესკალაციის არანაირი რისკი არ იარსებებს. 

 

კომენტარები