ქართული ოცნება

კობახიძე გახარიაზე: წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს თავისი სახე თუ არა

გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე, თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ.

წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს კარგად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ, თუ არა, გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი.

ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება, როგორც სახელმწიფო.

უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულებაა ის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციას და პოლარიზაციას ქვეყანაში.

ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება...

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის გადადგომაზე. გიორგი გახარიამ მიზეზად ნიკა მელიას საქმეზე გუნდში უთანხმოება დაასახელა.

კომენტარები