ქართული ოცნება

კობახიძე: გახარიას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მისგან არგუმენტები ვერ მოვისმინეთ

გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი, სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე, თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ.

წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს კარგად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ, თუ არა, გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი.

ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება, როგორც სახელმწიფო.

უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულებაა ის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციას და პოლარიზაციას ქვეყანაში.

ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება...

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის გადადგომაზე.

კომენტარები