ნიკა მელიას საქმე

ბოკერია: მელიას გადაწყვეტილება სწორია, "ოცნების" თამაშის წესზე დათანხმება არ შეიძლება

ამ "ჩიხში" ვითარება შეიყვანა ივანიშვილის რეჟიმმა. ყველასთვის ნათელია, რომ ამ თამაშს ეწევა ხშირად ეს ხელისუფლება - "მე უნდა მოვიქცე ძალიან ცუდად, კატასტროფულად, მინდა, რომ თქვენ დამთანხმდეთ, რადგან ასეთია თამაშის წესები, ხელისუფლებაში ვიქნები “უსასრულოდ”, იმდენ ხანს, რამდენიც მინდა, ამისთვის დავარღვევ ყველა თამაშის წესს, მათ შორის, [გამოვიყენებ] ძალადობას, პოლიტიკურ დევნას, მოსყიდვას და ჩაყრას, ხოლო თქვენ თუ წინააღმდეგობას გამიწევთ, მაშინ ქვეყანა საფრთხეში იქნება, იმიტომ, რომ ჩიხში შევალთ".

ამ თამაშის წესზე დათანხმება არ შეიძლება, ამიტომ იყო და არის ნიკა მელიას გადაწყვეტილება მორალურადაც და პრაგმატულადაც ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება. 

იცით - პერსონალურად მეც და ჩვენი გუნდიც, ევროპული საქართველო, არ ვართ ხოლმე მომხრე ასეთი მძიმე ტრადიციის და დამანგრეველი ხელისუფლების პირობებშიც კი ინსტიტუტების უგულებელყოფის, მაგრამ ამ ყველაფრის უგულებელყოფა მოახდინა ივანიშვილის რეჟიმმა თვითონ და ახლა უკვე "წესების" დაცვა არის პირიქით, ინსტიტუტების გაუქმების ხელის შეწყობა...

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია TV ფორმულას ეთერში, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე.

კომენტარები