ავარია

ავტობანზე ავარიის შედეგად 15-მდე მანქანა დაზიანდა

ავტობანის რუისი-გორის მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა. შემთხვევა, სავარაუდოდ, მოყინულმა გზამ გამოიწვია. 

დაზიანებულია 15-მდე მანქანა. რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები