ნიკა მელიას საქმე

ოქრუაშვილი: მელია გახდა თავისუფლების სიმბოლო და ამ თავისუფლებას ივანიშვილს არ დავანებებთ

შარშან, როცა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს გავრილოვის ღამის გამო და შემდეგ, მე და გიგი უგულავა გაგვათავისუფლეს პრეზიდენტის შეწყალების აქტით, კანონმორჩილი მოქალაქის გულუბრყვილობით ვიფიქრე, რომ ივანიშვილმა სწორი დასკვნები გააკეთა და ამ თემიდან დისტანცირებას ახდენდა, მაგრამ დღეს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებით, რომელიც იყო პირადად მისი გადაწყვეტილება, მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ყველა წესიერ, პატრიოტ, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს და ეს უკვალოდ არ ჩაივლის. 

ჩვენ არ ვართ პარტიული ჭრილით გაერთიანებულები, ეს ერთობა უკვე გასცდა ყოველგვარ პარტიულ ჩარჩოებს. ნიკა მელია გახდა თავისუფლების სიმბოლო და ჩვენ ამ თავისუფლებას ივანიშვილს არ დავანებებთ, გამორიცხულია, რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს. 

ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ მისი მხრიდან ჩვენზე გადავლა, როდესაც დავუთმეთ მას და ამ დათმობას აღარ ვაპირებთ და აღარ გავიმეორებთ. 

გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას, პატიმრობა შეეფარდა. 

კომენტარები