ტურიზმი

თურნავა: გვაქვს მოლაპარაკება კიდევ ერთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან, ჯერ არ დავასახელებ

Wizzair-ი, მთავარი დაბალბიუჯეტიანი კომპანია, რომელიც ფართოდ იყო წარმოდგენილი საქართველოში პანდემიამდე, კვლავაც აგრძელებს ჩვენთან ფრენებს. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ გვაქვს მოლაპარაკება კიდევ ერთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან, მაგრამ ჯერ არ მინდა, დავასახელო, ვიდრე არ დავასრულებთ ამ მოლაპარაკებას. მას უნდა, რეგიონში დაიწყოს ფრენები.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ, როგორც პანდემიამდე იმედიანად უყურებდა Ryanair-ი ჩვენს ბაზარს, ასევე იმედიანად გააგრძელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ Wizzair-ი მზად არის, აპრილიდან დაიწყოს ფრენები. რაც შეეხება Ryanair-ს, ნათია თურნავა ამბობს, რომ "თავად გადაწყვეტენ, როდის აღადგენენ ფრენებს საკუთარი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე". ავიაკომპანია Ryanair-მა ტაბულას დაუდასტურა, რომ 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ აღადგენს. ავიაკომპანიის განცხადებით, მიზეზი "კომერციულია".

კომენტარები