ნიკა მელიას საქმე

სუბარი: რაცაა კანონი ამერიკაში, ბრიტანეთში, იგივე უნდა იყოს აქაც, ისე ქვეყანას ვერ ავაშენებთ

იმის გამო, რომ ვიღაცას არ უნდა, კანონს დაემორჩილოს და იმის გამო, რომ ვიღაცა ვერ ეგუება არჩევნებში წაგებას, ამის გამო თავიდან ვატაროთ არჩევნები, სამართალი გავაუქმოთ, სასამართლოს და პროკურატურას ვუთხრათ, დაივიწყეთ სამართალი და იარეთ იმ გზით, რასაც რომელიმე ოპოზიციონერი გიკარნახებთ, ასე ქვეყანას ვერ ავაშენებთ და ხომ გინდათ, რომ ეს ქვეყანა ავაშენოთ? მე მინდა ძალიან, ეს ქვეყანა ავაშენო, მიბრძოლია ამ ქვეყნისთვის, მათ შორის ფიზიკურადაც, აფხაზეთში, 9 აპრილს, სხვა დროსაც და მინდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვრო და ნორმალურ ქვეყანას სჭირდება კანონის უზენაესობის პატივისცემა. რაც არის კანონი ამერიკაში, რაც არის კანონი ბრიტანეთში, იგივე უნდა იყოს კანონი აქაც, სხვანაირად ქვეყანას ვერ ავაშენებთ.

ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი ენმ-ს თავჯდომარის ნიკა მელიას წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა. ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ  სასამართლოს მიმართა, ენმ-ის თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება, გირაო, პატიმრობით შეეცვალა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის პროცესი თბილისის საქალაქო სასმართლოში დღეს, 16:00 საათზე დაიწყო.
 

კომენტარები