ნიკა მელიას საქმე

წულუკიანი მელიას: გმირად ვეღარ ჩამოყალიბდები პარლამენტზე შტურმის გზით, "ბიძიკო"

სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის.

დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, "ბიძიკო"

წერს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი Facebook-ზე. პარლამენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნაზე მსჯელობს.

კომენტარები