COVID-19-ის ვაქცინა

კარლ ჰარცელი მზადაა, რომ Covid-19-ის ვაქცინის მიღებისათვის მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს

Press Of MOLHSA

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მზადაა, რომ Covid-19-ის ვაქცინის მიღებისათვის საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს. 

უთხრა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ელჩთან შეხვედრის შემდეგ მედიას

მხარეებმა ევროკავშირის დაფინანსებით COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. მათ ასევე ისაუბრეს ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.

“პრიორიტეტული საკითხი კვლავ ვაქცინაციაა. ევროკავშირის ელჩი ყველა იმ საკითხით დაინტერესდა, რომელიც დღესდღეობით ქვეყანაში მიმდინარეობს. კარლ ჰარცელმა გამოხატა მზაობა, რომ ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში“. - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე

კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცესები საქართველოში წარმატებით განხორციელდება.

“შეხვედრაზე ვაქცინაციის შესახებ ვისაუბრეთ. განვიხილეთ ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა. ჩვენ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადავეცით, რათა სამედიცინო პერსონალმა უსაფრთხოდ იმუშაოს. მჯერა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცესები წარმატებით განხორციელდება“. - ამბობს კარლ ჰარცელი.


დღეისთვის საქართველოსთვის ვაქცინის მოპოვების მთავარ გზად რჩება პლატფორმა “კოვაქსი” , თუმცა სახელმწიფო მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის ქვეყნებთანაც, რათა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჭიროზე მეტ რაოდენობას მიიღებენ, ნაწილი საქართველოს დაუთმონ.

 

კომენტარები