ტრეილერი

Notorious B.I.G.-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა

ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ არტისტის Notorious B.I.G-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა.

Biggie: I Got A Story To Tell სტრიმინგსერვის Netflix-ის დოკუმენტური ფილმია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეპერის ცხოვრების შესახებ არის გადაღებული. მომავალი სურათის რეჟისორი ემეტ მალროია, პროექტის თანაპროდიუსერი კი შონ კომბსი, იგივე Puff Daddy.

კრისტოფერ უოლასი იგივე Notorious B.I.G., Biggie და Biggie Smalls ნიუ-იორკის ჰიპ-ჰოპ სცენაზე 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. 1993 წელს კომბსთან ერთად დააფუძნა ლეიბლი Bad Boy Records. იყო განგსტერული რეპის ერთ-ერთი პიონერი. 1997 წელს, 24 წლის ასაკში ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მკვლელის ვინაობა დღემდე უცნობია. 2Pac-თან ერთად უოლასი დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის გაჩაღებული ომის ყველაზე ცნობილი და პოპულარული მსხვერპლია.

2021 წელს კრისტოფერ უოლასი სხვა მუსიკოსებთან ერთად როკ ნ როლის დიდების დარბაზის წევრი გახდა.

I Got A Story To Tell ბიგის ცნობილი ჰიტის სახელია. დოკუმენტური ფილმი Netflix-ის მომხმარებელთათვის 1-ელ მარტს იქნება ხელმისაწვდომი.
 

 

კომენტარები