ეკონომიკა

ლირა დოლართან მიმართებით ბოლო 6 თვეში ყველაზე მეტად გამყარდა

See.news

15 თებერვლის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 6.97 ლირა ღირს, რაც 2020 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

თურქეთის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ლირის გამყარებაზე მთავარი გავლენა თურქეთის პრეზიდენტის დაპირებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა და ცენტრალური ბანკის მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ მოახდინა. 

ბოლო პერიოდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თურქულმა ვალუტამ 2020 წლის ნოემბერში აჩვენა, როცა 1 აშშ დოლარი 8.58 ლირას უტოლდებოდა.

 

კომენტარები