კორონავირუსი საქართველოში

ჯაფარიძე: 2 000 ლარით უნდა დამაჯარიმონ, აღარ ვნერვიულობთ და ვაგრძელებთ გართობას

ტაბულა

"2 000 ლარით უნდა დამაჯარომონ, აღარ ვნერვიულობთ და ვაგრძელებთ გართობას". - გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილ ბარში JAPARASTAN პოლიცია და შრომის ინსპექცია მივიდა

"უნდა დაადგინონ, ჩვენ ნამდვილად ვიმყოფებით თუ არა 45 ნომერში. მერე უნდა დაადგინონ, 45 ნომერი თუ ეკუთვნის იმას, ვისაც ეკუთვნის. მერე უნდა დაადგინონ, რომ მე მისგან მაქვს იჯარით აღებული, მე ვარ ფიზიკური პირი, რომელიც კანონის დარღვევით აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, რაც მე არც დამიმალავს. 

სანქცია ფიზიკურ პირზე არის 2 000 ლარი. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ დამაჯარიმონ 2 000 ლარით. შესაბამისად, აღარ ვნერვიულობთ და ვაგრძელებთ გართობას". - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.  

ჯაფარიძისავე თქმით, დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

ჯაფარიძემ ბარი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად გახსნა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები. თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა. 

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები იხსნება 15 თებერვლიდან – სრულად

კომენტარები