კორონავირუსი საქართველოში

BAR JAPARASTAN – ზურაბ ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი გახსნა [VIDEO]

ტაბულა

გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად აღმაშენებლის  45-ში ბარი გახსნა. ბარს  BAR JAPARASTAN ჰქვია. 

ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს. 

"გეპატიჟებით ყველას, ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა". - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები. თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა. 

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები იხსნება 15 თებერვლიდან – სრულად

კომენტარები