კორონავირუსი

StopCov: ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 3.2%-ია, ბოლო 7 დღის – 2.75%

Gulf News

StopCov.ge–ის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღის მიხედვით 3.2%–ია, ბოლო 7 დღის მიხედვით – 2.75%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მთავრობის ერთობლივი შეთანხმებით, კორონავირუსული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა სწორედ დადებითობის მაჩვენებელთან იქნება კავშირში:

ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ დადებითობის მაჩვენებელი დედაქალაქსა და რეგიონებში 4%–ს ჩამოსცდება, შესაძლებელი გახდება, რომ „ქვეყანაში თანდათანობითი შემსუბუქების პოლიტიკა იყოს აქტიური“, თუმცა ეს სტაბილურობა არა ერთი ან ორი, არამედ 14 დღის ჭრილში უნდა ნარჩუნდებოდეს.

ანალოგიურ მაჩვენებელზე საუბრობს ქვეყნის პრემიერმინისტრიც: გიორგი გახარია აცხადებს, რომ, "თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს".

ჯერჯერობით უცნობია, განიხილება თუ არა შეზღუდვების შემდეგი პარტიის მოხსნა დადებითობის მაჩვენებლის კლებასთან ერთად. 

შეგახსენებთ, რომ 8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტი და გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები, გარდა შაბათ–კვირისა.

15 თებერვლიდან დაგეგმილია სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დაბრუნება და კვების ობიექტების ღია სივრცეში გახსნა, შაბათ–კვირის გარდა. 

ამ ეტაპზე ძალაში რჩება მოქმედი კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 05:00-მდე.

კომენტარები