14 წლის მოზარდის საქმე

14 წლის გოგოზე ძალადობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

REUTERS

23 წლის ნ.ტ.-ს, რომელსაც ბრალად 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობა ედება, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

როგორც გამოცემა ბათუმელები წერს, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 აპრილს გაიმართება. 

23 წლის ნ.ტ. 11 თებერვალს სამართალდამცველებმა მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც ერთი დღით ადრე მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 14 წლის გოგომ ქობულეთში, თავის სახლში თავი მოიკლა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, საქმეზე გამოძიება 10 დეკემბერს დაიწყო. 

14 წლის არასრულწლოვანთან, რომელსაც ბაბუა ზრდიდა, სოცმუშაკი მუშაობდა, თუმცა ძალადობის შემდეგ მისთვის ფსიქოლოგი არ დაუნიშნავთ. როგორც გოგოს დედა მედიასთან ყვება, ის თურქეთში მუშაობს და ცხოვრობს და მას შვილი ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ ძალადობის შემთხვევის შემდეგ ბიძებმა ისე სცემეს, რომ მოზარდს ბალიშზე თავის დადებაც კი უჭირდა. დედისვე ინფორმაციით, მოზარდის ბაბუა ამბობდა, რომ გოგომ ოჯახი შეარცხვინა და ამის გამო ის თურქეთში, დედასთან უნდა გაეგზავნათ, რაც იყო კიდეც ბავშვისა და დედის სურვილიც, თუმცა, დედას მშობლის უფლებები შეზღუდული ჰქონდა. 

  • სისტემის ჩავარდნა — 14 წლის გოგო მარტო, ძალადობის პირისპირ

კომენტარები