ევროპული საქართველო

უგულავა: კიევში სააკაშვილთან გადავიკვეთე, ძირითადად უკრაინაზე ვისაუბრეთ

სააკაშვილი მე ვნახე, დიდი საუბარი მე მასთან არ მქონია, უბრალოდ, გადავიკვეთეთ. ძირითადად, ვისაუბრეთ უკრაინაზე, საქართველოს საკითხებზე მე მასთან არ მილაპარაკია, მითუმეტეს პარტიულ საკითხებზე, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს არჩეული თავმჯდომარე და თუ რამე მაქვს სათქმელი ენმ-სთვის, ურთიერთობა მაქვს ბატონ ნიკა მელიასთან. აქვე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო და ვთქვა, რომ იმედია, რომ ამ რეპრესიებს გადაურჩება

ამის შესახებ ევროპული საქართველოს მოქმედმა გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ ბრიფინგზე ისაუბრა. იმავე ბრიფინგზე თქვა, რომ ის პარტიას ტოვებს. 

კომენტარები