კორონავირუსი და შეზღუდვები

პრემიერი: ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, ვინ ზრუნავს მათზე

მე ამას [მოწოდებებს, რომ შეზღუდვებს არ დაემორჩილონ] ვაფასებ, როგორც პოლიტიკურ ხულიგნობას, მეტს არაფერს. ადამიანებს, როდესაც ნორმალური პოლიტიკური კონტენტის შექმნა არ შეუძლიათ, შინაარსობრივ დებატში შემოსვლა არ შეუძლიათ, ისინი, უბრალოდ, პოლიტიკურად ხულიგნობენ. ვიღაცა ხულიგნობს აქ, საქართველოში, ვიღაცა ქვეყნის გარეთ, ამას რა მნიშვნელობა აქვს.

ჩვენი მოქალაქეები ამას ყველაფერს ხედავენ და აფასებენ. ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, ვინ ზრუნავს მათზე და რას ნიშნავს ადამიანებზე ზრუნვა. ეს ყველაფერი არჩევნებზეც აისახა. ხომ ნახეთ, პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ამბიციები ჰქონდათ უზარმაზარი, 2-3%-ს ძლივს აცდნენ

ასე პასუხობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კითხვაზე, როგორ აფასებს ოპოზიციის წევრების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს, დაარღვიონ დაწესებული შეზღუდვები.

კომენტარები