ვაქცინაცია

ეპისკოპოსი მიქაელი ვაქცინაციაზე: ჯერ ჩამოყალიბდნენ ექიმები, კომპეტენტური პიროვნებები

რასაკვირველია [არჩევანის თავისუფლებას ვაძლევთ მრევლს], როგორ შეიძლება ახლა, გითხრათ, გინდა, თუ არა ეს, გინდა თუ არა ის... მეც ვინ მეტყვის, გინდა თუ არა ეს გააკეთეო... ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ ჩამოყალიბდნენ ის პროფესიონალი, კომპეტენტური პიროვნებები, რომლებსაც ეწოდებათ ექიმები. ჯერ მსოფლიოში არ დალაგებულა ეს თემა, მსოფლიოში, წარმოიდგინეთ ესა... ყველაფერი რომ დამტკიცდება და ჩამოყალიბდება...

იცით, რას გეტყვით? თქვენგან, ვინც შეკითხვას მისვამთ, აქედან ბევრი მამა, ბევრი დედა ბრძანდებით, თქვენს შვილს უბრალო წამალიც რომ მიაწოდოთ, შეიძლება, ცხრა ექიმთან გადარეკოთ და იქიდან გამომდინარე იმსჯელოთ და ახლა, ჩვენ? ალბათ, დაახლოებით მიხვდით, რაც გითხარით?

თქვა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები