ჩინეთი-ჯანმო

ჯანმო უხანში ვიზიტის შემდეგ: Covid-19-ის ლაბორატორიიდან წამოსვლა ძალიან ნაკლებად სავარაუდოა

უხანში ჯანმო-ს ჯგუფის თითქმის ერთ-თვიანი ვიზიტის შემდეგ ჯანმო-ს ჯგუფის ლიდერმა, პიტერ ბენ ემბარეკმა, განაცხადა, ვირუსის სავარაუდო წყაროდ ღამურა რჩება, მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ ვირუსის გადაცემა გაყინული საკვებით ვარაუდია, რომელიც შემდგომ უნდა გამოიძიონ, თუმცა ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ალბათობაზე, თქვა რომ ეს ძალაინ ნაკლებად სავარაუდოა და ამის შემდგომ შესწავლა საჭირო არაა. 

ემბარეკმა თქვა, რომ უხანში ჯანმო-ს ექსპერტების ვიზიტს დრამატულად არ შეუცვლია პანდემიის საწყისი დღეების შესახებ ამჟამინდელი ცოდნა, თუმცა "ამბავს დეტალები დაუმატა".

"შესაძლო გზა ცხოველთა ორიგინალური სახეობებიდან ხუნანის ბაზრობამდე შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან გრძელი და ჩახვეული და საზღვრების მიღმა გადაადგილებაც მოიცავდეს". - თქვა მან. 

მისი თქმით, ის რომ დადგინდეს კორონავირუსის წარმომავლობა მიუთითებს ღამურებში ბუნებრივ რეზერვუარზე, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი უხანში ყოფილიყვნენ. 

”2019 წლის დეკემბრის სურათის გააზრების მცდელობისთვის, ჩვენ დავიწყეთ ძალიან დეტალური და ღრმა ძებნა სხვა შემთხვევების, რომლებიც შეიძლება გამოტოვებულიყო, ადრეული შემთხვევები 2019 წელს,” - მან თქვა, რომ გამომძიებლები ეძებდნენ ჩინელების სისხლის ნიმუშებს რასაც შესაძლოა მიეთითებინა, რომ ვირუსი უფრო ადრე ცირკულირებდა. 

"და დავასკვენით, რომ ვერ ვნახეთ მტკიცებულება დიდი გავრცელების, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო კორონავირუსის შემთხვევებთან 2019 წლის დეკემბრამდე უხანში თუ სხვაგან" - თქვა მან. 

მისი თქმით, ძალიან ნაკლებად სავარაუდო იყო იმის შესაძლებლობა, რომ ვირუსმა ლაბორატორიიდან გამოჟონა და ამის შემდგომ შესწავლა საჭირო არაა. 

ლიანგ ვანიენმა, ჩინეთის საექსპერტო პანელის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ არსებობს კორონავირუსის ინფექციების მტკიცებულებები, რომლებიც პირველ გამოვლენილ შემთხვევას "რამდენიმე კვირით" შეიძლება წინ უსწრებდეს.

"ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ის სხვა რეგიონებში ვრცელდებოდა და ცირკულაციას არ იწერდნენ" - ირწმუნება ის. 

ემბარკმა თქვა, რომ ჯგუფმა დაადგინა, რომ ბაზარში ყიდდნენ გაყინულ ცხოველის პროდუქტებს, მათ შორის, გარეულ ცხოველებს. 

"ამიტომ, არის პოტენციალი, რომ გავაგრძელოთ და გავყვეთ ამას და ვნახოთ მიწოდების ჯაჭვი და ცხოველები, რითაც ბაზარს ამარაგებდნენ" - თქვა მან. 

ჩინეთი ხშირად ხაზს უსვამს მოსაზრებას, რომ ვირუსი შესაძლოა გაყინული საკვებიდან ადამიანზე გადასულიყო და განუწყვეტლივ აშუქებენ სიახლეებს იმპორტირებული საკვების შეფუთვიდან კორონავირუსის კვალის პოვნის შესახებ. 

"ჩვენ ვიცით ვირუსს შეუძლია არსებობა ისეთ გარემოში რაც ნაპოვნია ამ ცივ, გაყინულ გარემოში, თუმცა ჩვენ არ გვესმის [ამ მდგომარეობაში] ვირუსს შეუძლია თუ არა ადამიანზე გადასვლა" -  თქვა მან. 

შეგახენებთ, რომ არსებული ცნობებით, ახალი კორონავირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო, თუმცა ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა, ახშობდა, ექიმებს აჩუმებდა და ა.შ.

აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, გასული წლის მაისში თქვა, რომ მრავალი მტკიცებულება არსებობს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში ვუხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა დააანონსა. მან განაცხადა, რომ ჯანმო-ს მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური გავრცელება განაპირობა. კორონავირუსის გავრცელების პირველ დღეებში ჩინეთის და ჯანმო-ს ქმედებებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად?

მას შემდეგ აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა დაანონსა, რომ აშშ ჯანმო-ში დაბრუნდება.

კომენტარები