ვაქცინაცია

გაბუნია: დღეს ვაქცინის კომერციალიზაციაზე საუბარი პოლიტიკური სპეკულაციაა, არასერიოზულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა წამყვანი ინსტიტუციების ძალისხმევით შეთანხმება ძალიან მაღალ, სახელმწიფოებრივ დონეზე მიღწეულია იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა სრულად გაკონტროლდეს სახელმწიფოების და  Covax-პლატფორმის საშუალებით.

ეს არის მთავარი წინაპირობა და გარანტია იმისთვის, რომ ყველა ქვეყანამ მიიღოს თანაბრად და ის რაოდენობა ვაქცინების, რომლებიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ეპიდემიის შემცირებისა და დაძლევისთვის.

დღეს ვაქცინების კომერციალიზაციაზე საუბარი არის უბრალოდ არასერიოზული, რადგან ეს მექანიზმი საერთოდ არ მოქმედებს, არარსებული მექანიზმია, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე დღეს ვაქცინას ვერ მიიღებს ვერც ერთი ქვეყანა.

ეს არის პოლიტიკური სპეკულირების ნაწილი, ასე ვაფასებ მე...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია TV იმედის ეთერში.

კომენტარები