კორონავირუსი და შეზღუდვები

ცერცვაძე: კომენდანტის საათი ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება მოკლე დროში

მინიმალური შეზღუდვაა დარჩენილი, კომენდანტის საათი და ისიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება მოკლე დროში. მათი ამოცანა იყო, ასეთი არეულობის პროვოცირებით მიეღწიათ ეპიდსიტუაციის გაუარესებისკენ, ახალი შემთხვევების რაოდენობის მატებისკენ. ეს ისევ გააუარესებდა უბრალო ადამიანების მდგომარეობას და შემდეგ ეს დაებრალებინათ მთავრობისთვის და რიგითი მოქალაქეები აემხედრებინათ. იმ ადამიანებს, ვინც გამოდიოდნენ დაუმორჩილებლობის აქციაზე, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არ აინტერესებთ ქვეყანაში პანდემიის დამთავრება. მათ პირიქით, აღიზიანებთ და ამწარებთ ის, რომ პანდემია მიდის დაძლევისკენ. მე არ ვიცი, რას ფიქრობდნენ იქ ის ადამიანები, მაჭარაშვილი, დიღმელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე. ჯაფარიძეს ზოგიერთი მიიჩნევს ინტელექტუალად, პროგრესულ ადამიანად. როგორ არის პროგრესული ადამიანი, როცა ყველაფერ დადებითს აპროტესტებს. გაიხსენეთ, რაიმე დადებითი მოხდა და მან არ გააპროტესტა? 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 

კომენტარები