მე-10 მოწვევის პარლამენტი

ხაბარელი წულუკიანზე: კარგი მენეჯერია, იმ პრობლემებს, რომელიც სპორტშია, მინიმუმამდე დაიყვანს

თეა წულუკიანმა ყველგან, სადაც იყო მენეჯერული თვისებები, გამოავლინა და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად თეა წულუკიანისნაირი მინისტრი, იმ პრობლემებს, რომელიც არის დღეს სპორტში, მინიმუმამდე დაიყვანს. ის მენეჯერია ძალიან კარგი, სფეროსაც იცნობს, დამერწმუნეთ და შეუძლია მართვა და აქედან გამომდინარე, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ სფეროს, რასაც ჰქვია სპორტი, ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა...

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, შოთა ხაბარელმა ფორმულასთან საუბარში. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშნავენ.

კომენტარები