ძალადობა გენდერული ნიშნით

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც ტრანსგენდერ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებული ლ.კ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას.

სამართალდამცველებმა ლ.კ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

კომენტარები