ძალადობა გენდერული ნიშნით

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც 2 ტრანსგენდერ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავეს 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორ ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ე.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები