ალექსეი ნავალი

ალექსეი ნავალნის ფილმი ავსტრალიის კინოაკადემიის ჯილდოსთვის იბრძვის

Youtube

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დოკუმენტური ფილმი "პუტინის სასახლე, ყველაზე დიდი ქრთამის ისტორია" ავსტრალიის კინოაკადემიის დაჯილდოების ლონგ ლისტში მოხვდა.

ნავალნიმ საკუთარი ნამუშევარი საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში წარადგინა. ნომინანტების ვინაობა 6 მარტს გახდება ცნობილი.

ალექსეი ნავალნის სამშობლოში დაბრუნებისა და დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკოსის Youtube არხზე გამოქვეყნდა ვრცელი გამოძიება ვლადიმერ პუტინის დამალული სასახლის შესახებ. სასახლეს ნავალნი უწოდებს "სახელმწიფოს სახელმწიფოში" და მის ღირებულებას 100 მილიარდ რუბლად აფასებს, რაც დაახლოებით 1.3 მილიარდ დოლარია. ვიდეოს ამ დროისთვის 100 მილიონ ნახვაზე მეტი აქვს მოგროვებული.

ავსტრალიის კინოაკადემიის დაჯილდოება, რომელსაც რასელ კროუ და ნიკოლ კიდმანი ხელმძღვანელობენ წელს მეათედ გაიმართება. 

კომენტარები