დაუმორჩილებლობის აქცია

ჯაფარიძე: დედაენის ბაღიდან პოლიციამ 1 მანქანა შეშა, კასრები და გენერატორი მოგვპარა

20.00-ზე აქციაა პარლამენტის წინ

კომენდანდტის საათს არ ვემორჩილებით და ვაწყობთ მსვლელობას

მსვლელობა მთავრდება დედა ენის ბაღში, სადაც ვაპირებთ ღამის გათევას მუსიკის ფონზე

ჰოდა

ცოტა ხნის წინ პოლიციამ დედა ენის ბაღის მიდამოებიდან მოგვპარა:

1 მანქანა შეშით და კასრებით

1 მანქანა გენერატორით

ახლა ვფიქრობ, როგორ დავუმტკიცო ელჩებს, რომ ნამდვილად გვყავდა და მოგვპარეს.

Facebook-ზე წერს გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.  პარლამენტთან დაუმორჩილებლობის აქცია-მსვლელობა დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები 9 საათიდან ქვეყანაში დაწესებულ კომენდანტის საათს არ დაემორჩილებიან და თბილისის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ.

კომენტარები