კორონავირუსი საქართველოში

თურნავა ოპოზიციაზე: კრიტიკა მარტივია, რთულია პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება

ვინ გვაკრიტიკებს?! ისეთი ძალები, რომელთა წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათი კარგად ნამართი კრიზისი ჩვენ ვერცერთი ვერ ვნახეთ. აქედან გამომდინარე, კრიტიკა მარტივია, რთულია პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება, ჩვენი გადაწყვეტილებები ყოველთვის არ არის პოპულარული, არ არის ყველასთვის მისაღები მაგრამ, დღემდე ვახერხებთ იმას, რომ დანის წვერზე გავდივართ და ბალანსს მეტ-ნაკლებად ვიცავთ. არ შეიძლება ყველა კმაყოფილი იყოს, იმიტომ, რომ ამ სიტუაციაში არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ყველას აწყობს...

ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რუსთავი 2-ის ეთერში შეზღუდვებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკაზე. ნახეთ, რა შეზღუდვები იხსნება 8-15 თებერვლიდან.

კომენტარები