საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 16 605 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 671 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.51%-ია, ბოლო 14 დღის - 4.41%.
4 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 260 480 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 251 748 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 240 კი გარდაიცვალა.
21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა, იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.
კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.
ვრცლად, რა შეზღუდვები მოიხსნა 1-ელი თებერვლიდან წაიკითხეთ - აქ.





