კორონავირუსი საქართველოში

შსს: პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 631 ადამიანი დავაჯარიმეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 631 ადამიანი დააჯარიმეს.  

უწყების ინფორმაციით, რეგულაციების დარღვევის 765 შემთხვევა აღრიცხეს. ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევის გამო 134 მოქალაქე დაჯარიმდა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს". - წერია განცხადებაში. 

პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 2 000, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარია. განმეორებითი დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები