ერთსაც დავწერ: ნავალნი სამაგალითო და წარმატებულია თავის ომში იმიტომ, რომ არ არის ისტერიული, არ იგინება, არ ფსიხდება, არ გასცემს იდიოტურ დაპირებებს, არ ტეხს სიტყვას, არამედ წლებია, აუღელვებლად, სახის დაკარგვის გარეშე, ბლოგებით, გამოძიებებით, წერტილოვანი უზუსტესი დარტყმებით ანგრევს პუტინის ძალაუფლებას, - ფაქტია, რომ ახლა სრულიად წყობიდან ყავს გამოყვანილი და დანოკაუტებული ვოვაჩკა. საქართელოში თავზეხელაღებული ბევრია, მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლაში ეს მეორე ნაკრები ღირსებებისა, ძალიან ცოტას აქვს, არადა წყალივით აუცილებელია სიმშვიდე და ცივი გონება ჩვენს პოლიტიკურ დურდომში.
ალექსეი ნავალნი
მინდიაშვილი: ნავალნი არ ტეხს სიტყვას და სახის დაუკარგავად, ზუსტი დარტყმებით ანგრევს რეჟიმს
tbl.ge/5el7
დაკოპირდა

წერს თეოლოგი, ბექა მინდიაშვილი Facebook-ზე. რუსეთში რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის, რომელიც 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს, 2 თებერვალს კი 2 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
ამავე თემაზე
- თბილისში პოლიციამ ნავალნის სამახსოვრო მიტინგი არ ჩაგვატარებინა – ორგანიზატორები
- მემუარებში ნავალნი წერდა, რომ იგი ციხეში გარდაცვალებას ელოდა
- თეთრი სახლი ადასტურებს, რომ სურდათ, ნავალნი პატიმრების გაცვლის შეთანხმების ნაწილი ყოფილიყო
- რუსეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნავალნის დედის სარჩელი ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ
- რუსეთი VS ნავალნი – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბრალდებებისა და განაჩენების ქრონოლოგია




