ეგვიპტე

ეგვიპტეში 2000 წლის "ოქროს ენიანი" მუმიები აღმოაჩინეს

ეგვიპტის სიძველეების სამინისტროს ინფორმაციით, არქეოლოგებმა ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში 2000 წლის მუმიები აღმოაჩინეს, რომლებსაც პირის ღრუს ნაწილში ოქროს ენები აქვთ ჩადებული.

ეგვიპტელთა და დომინიკელთა გუნდმა, რომელიც ალექსანდრიის ტაპოსირიგის მანგას ტაძარში მუშაობს, აღმოაჩინა 16 კლდეში ნაკვეთი სამარხი, სამარხებში კი ცუდად შემონახული მუმიები ნახეს. 

ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილებს აძლევდნენ ოქროს ამულეტებს, რომლებსაც ენის ფორმა ჰქონდათ, რათა, მათი რწმენით, ღვთაება ოსირისთან საუბარი შესძლებოდათ. ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ოსირისი ქვესკნელის მბრძანებელი და მიცვალებულთა მსაჯული იყო. ერთ-ერთი არქეოლოგის თანახმად, ღვთაება გამოსახული იყო ერთ-ერთი მუმიის კატრონაჟზე, მოოქროვილ დეკორაციებში.

მისივე თქმით, კარტონაჟის მოოქროვილი დეკორაციები მეორე მუმიის თავის გარშემო გვირგვინი, რქები და კობრა იყო, მკერდის ნაწილზე კი გამოსახული იყო ყელსაბამი, სადაც ეკიდა შავარდნის თავი – ღვთაება ჰოროსის სიმბოლო.

ალექსანდრიის სიძველეების ორგანოს გენერალური დირექტორის, ხალედ აბო ელ ჰამადის თქმით, ტაპოსირის მანგაში არქეოლოგიურმა მისიამ ასევე აღმოაჩინა  ბერძნული და რომაული ეპოქებიდან ქალის დაკრძალვის ნიღაბი, ოქროს გვირგვინის რვა ნაწილი და რვა მარმარილოს ნიღაბი.

სიძველეების სამინისტროში განაცხადეს, რომ ადრე ტაძარში არაერთი მონეტა აღმოაჩინეს დედოფალ კლეოპატრას სახელითა და პორტრეტით.

კომენტარები