კორონავირუსი საქართველოში

შრომის ინსპექცია: ბათუმში დავაჯარიმეთ რესტორანი, სადაც სოციალური ღონისძიება მიმდინარეობდა

luxuryresortphotography.com

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააჯარიმეს რესტორანი, სადაც, დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიება მიმდინარეობდა.  

"ადგილზე ათზე მეტი პირი იყო შეკრებილი. ვინაიდან აღნიშნული ფაქტი აკრძალულია საქართველოს მთავრობის #322-ე დადგენილებით, შ.პ.ს-ს მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქცია და ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით. 

რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგს შრომის ინსპექცია უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს და ეპიდემიოლოგიური სურათის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციების დაცვისკენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს". – წერია განცხადებაში. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

ვრცლად, რა შეზღუდვები მოიხსნა 1-ლი თებერვლიდან წაიკითხეთ - აქ

კომენტარები