კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით ინფიცირებული 589 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 160 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 573 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 160 მართვით სუნთქვაზეა.

თბილისში 254 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 49, იმერეთში – 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 160 ადამიანია, აჭარაში – 2, იმერეთში კი – 14.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 12 700  ტესტი, დადასტურდა 479 ახალი შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პაციენტი. 

31 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების  5 879 აქტიური შემთხვევაა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირდა 258 111 ადამიანი, მათგან 249  028 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 178 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები