კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 479 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 12 700 ტესტი

NIAID/National Institutes of Health via AP

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 12 700 ტესტი, დადასტურდა ინფიცირების 479 ახალი შემთხვევა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პაციენტი. 

31 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 5 879 აქტიური შემთხვევაა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირდა 258 111 ადამიანი, მათგან 249  028 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 178 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები