დავითგარეჯის საქმე

მელაშვილი: დავითგარეჯა, რა თქმა უნდა ჩვენია, მაგრამ პოპულიზმი მოლაპარაკებებს აზიანებს

შეიძლება, ჩემი ბრალია, შეიძლება, იმის, რომ რაღაც წინსწრებით ვთქვი ის, რაც მეგონა, რომ გასაგები იქნებოდა, დაღლილიც ვიყავი და ნახევარ სიტყვაზე ვთქვი. წარმოიდგინეთ, რომ 2X2 არის ოთხი და აღარ დავასრულე, რომ ოთხია და წერტილი არ დავუსვი. 

ცალსახად მინდა, ვთქვა, რომ მომრავლდა ასეთი რამეები და საშიშია – გამოდიან პოპულისტები, მაპატიეთ, ზოგი პოპულისტი პოზირებს კელიებთან, ზოგი გამოდის კიდევ გულში ხელებს იბრახუნებს, რას ამბობ, ეს ჩვენია და რუკა მაქვს და ა.შ. და ა.შ. ეს პოპულისტობაც, ეს ურაპატრიოტული განცხადებებიც, ხელს უშლის ამ პროცესს. ვერ მიაღწევ ამ პირობებში ვერაფერს, რა გინდ კარგი მომლაპარაკებელი არ უნდა იყო. იმიტომ, რომ იქითა მხარესთან გაქვს შეთანხმება, რომ ამ თემებზე როდესაც ვლაპარაკობთ, ამას ვაკეთებთ წყნარად, თუ განცხადებას ვაკეთებთ პრესისთვის, საზოგადოებისთვის, გავაკეთოთ ერთად, შეთანხმებულად. შეუთანხმებელ განცხადებებს ვერიდებით. რატომ? იმიტომ, რომ ეს შეიძლება შენი ელექტორატისთვის კარგი იყოს, მაგრამ ჩემი ელექტორატი სხვანაირად აღიქვამს ამას და საბოლოო ჯამში პროცესს ვნებს. პრაქტიკაც გვაქვს, რომ ასეთი მოვლენები, ურაპატრიოტული გამონათქვამები, მასმედიასა და პრესაში გამოქვეყნებული ფრაზები, ხელისშემშლელი ფაქტორი გამხდარა. 

როდესაც საკითხი მიგყავს შეთანხმებისკენ, გინდა, რომ გადაწყდეს, ამას უნდა მოლაპარაკება. სხვანაირად არ გამოდის. თუ მაინცდამაინც ომს არ აირჩევ, მაშინ მოლაპარაკებაა. 

დავითგარეჯა, რა თქმა უნდა, ჩვენია, ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილია, ჩვენი რელიგიის. ამაზე ვერც შემოგვედავება ვერავინ. აქ პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის დროს დადგენილია გარკვეული საზღვარი. ეს საზღვარი მოქმედებს. თუ ვინმეს მაინცდამაინც პოპულისტური განცხადება უნდა ჩემგან, რა თქმა უნდა, დავიწყებ გულში ხელების ბრახუნს და ვიტყვი, სულ ჩვენია ყველაფერი იქით, ფოილოს ხიდამდე ჩვენია, მაგრამ არის ასე? არ არის. იყო ერთ დროს, კი ბატონო. იყო საზღვარი ფოილოს ხიდზე, არ არის დღეს. ამოვდივართ სამართლებრივად. უნდა თქვა, კი ბატონო, შენია, კულტურული, რელიგიური, ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ჩვენია, მაგრამ თუ გინდა, რომ მიზანს მიაღწიო მოლაპარაკებებზე, უნდა მოიქცე სწორად. ზედმეტ და პოპულისტურ განცხადებებს თავი უნდა დაანებო

აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი განმარტავს გუშინ გაკეთებულ განცხადებას. ივერი მელაშვილმა 28 იანვარს იმავე არხზე თქვა, რომ ივერი მელაშვილმა გუშინ, 28 იანვარს TV პირველის ეთერში თქვა, რომ, როდესაც მოლაპარაკებების პროცესში "ერი იქნება, თუ ბერი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი". მისი ეს განცხადება სამთავრობო გუნდმა მის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის გამოყენა. 

კომენტარები