კორონავირუსი საქართველოში

ჭყონია: რესტორნების ბოიკოტს მხარს ვუჭერთ, მაგრამ ვერ ვუერთდებით, არ გვაქვს უფლება

თემურ ჭყონია
ტაბულა

მაკდონალდსის რესტორნების ქსელის დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას თქმით, მაკდონალდსი რესტორნების ბოიკოტს მხარს უჭერს, თუმცა ვერ უერთდება, რადგან მსგავს აქციებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

ამის შესახებ თემურ ჭყონიამ გამოცემა BM.GE-სთან ისაუბრა.

"გულწრფელად ვუჭერთ მხარს და ვუცხადებთ სოლიდარობას, ვართ მათ გვერდში ნებისმიერ დროს, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ვუერთდებით ამ აქციას. ერთადერთი მიზეზი მაკდონალდსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებია. ჩვენ ვართ მსოფლიო მაკდონალდსის ნაწილი, არ ვართ ცალკე და იმ პოლიტიკის მიხედვით, რომელიც მსოფლიოში მაკდონალდსს გააჩნია და ასევე, ჩვენი კონტრაქტიდან გამომდინარე, ასეთ აქციებში მონაწილეობის უფლება არ გვაქვს". - თქვა მან.

100-ზე მეტი რესტორანი შაბათს, 30 იანვარს ბოიკოტს აცხადებს და მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის პარალელურად, მიწოდების სერვისს 24 საათით თიშავს. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიხსნება რესტორნები. დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა რამდენიმე აქცია გამართეს.

კომენტარები