მოძრაობა სირცხვილიას ცნობით, რომელიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხის შეგროვებას აორგანიზებს, ერთ საათში უკვე შეგროვებულია 20 000 ლარი.
"შესაგროვებელი დაგვრჩა 20 000 ლარიც"! – წერს მოძრაობა.
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
- TBC: #GE27TB7589236070100003
- BOG: #GE44BG0000000162241054
- მიმღები: ააიპ მოძრაობა სირცხვილია
- დანიშნულება: კარტოგრაფებისთვის
შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ივერისა და ნატალიას ოჯახებს.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.