დავითგარეჯის საქმე

მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოსთვის თანხის შეგროვება დაიწყო – ანგარიში

სირცხვილია / Facebook

მოძრაობა სირცხვილიამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს შეგროვება დაიწყო. საქალაქო სასამართლომ მელაშვილსა და ილიჩოვას 20-20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

"ჩვენი, როგორც საზოგადოების ვალია, კიდევ ერთხელ დავუჭიროთ მხარი სამშობლოს ერთგულ, ღირსეულ ადამიანებს" – წერს მოძრაობა.

თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: 

  • TBC: #GE27TB7589236070100003
  • BOG: #GE44BG0000000162241054   
  • მიმღები: ააიპ მოძრაობა სირცხვილია
  • დანიშნულება: კარტოგრაფებისთვის
  • Paypal: https://www.paypal.com/paypalme/GMakarashvili

შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ივერისა და ნატალიას ოჯახებს.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.

კომენტარები