2008 წლის აგვისტოს ომი

სუბარი: 2008 წლის ტრაგედია არის პირადად სააკაშვილის და მისი გუნდის დამსახურება

ეს არის თემა, რომელზეც წესით არ უნდა მომხდარიყო ასეთი გაყოფა და ერთიანები უნდა ვიყოთ რაღაცაში მაინც, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, მაგრამ რადგან მაინც მოხდა ეს გაყოფა, მე გიპასუხებთ ამ კითხვაზე.

პირველ რიგში "დამსახურებაზეა" და ეს სიტყვა ბრჭყალებში, მართლა ტრაგედიაზეა საუბარი, რაც მოხდა 2008 წელს, არის პირადად მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის დამსახურება, რომლებმაც მიატოვეს ხალხი კოდორის ხეობაში, მიატოვეს ხალხი დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში, ფრონეს ხეობაში. მერე, როდესაც რუსების ტანკებმა, რომლებიც მოდიოდნენ გორის ტრასაზე, აუხვიეს ახალგორისკენ, ისეთი სიხარულით გვახარა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტელევიზორიდან, არიქა, გადავრჩით, ახალგორის დასაპყრობად მიდიანო, თითქოს ახალგორი საქართველო არაა. მიხეილ სააკაშვილიც ინტერვიუც გვახსოვს, სადაც ამბობდა, რომ საქართველოს არაფერი დაუკარგავს, გარდა რამდენიმე ქვაღორღიანი ადგილისა, რომელსაც ფასი არ აქვს თურმე, ქვეყნისთვის, სამაგიეროდ, ჩამოვხსენით ნიღაბი რუსეთსო. ისევე, როგორც ფასი არ ჰქონდა იმ ხელისუფლებისთვის დავითგარეჯს და უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებს...

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. წამყვანმა მას სტრასბურგის გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილებაში წინა ხელისუფლების როლის შესახებ

კომენტარები