შინაური ცხოველები

კონტეინერში 3 კვირით ჩაკეტილი კატა გადასარჩენად კანფეტებს ჭამდა

Bored Panda

Star Shine Shipping უკრაინული გადამზიდი კომპანიაა, რომელიც სოციალურ ქსელში მოგზაური კატის ისტორიას ავრცელებს.

ოდესიდან ისრაელში ჩასულ კონტეინერში კომპანიის თანამშრომლებმა კატა იპოვეს, რომელიც სამი კვირის განმავლობაში თავის გადასარჩენად კანფეტებს ჭამდა. სხვა საჭმელი კონტეინერში კატას ფიზიკურად არ ჰქონდა.

"პატარა მოგზაური თავს კარგად გრძნობს. კატაზე მომავალში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ვინიკი იზრუნებს". – წერია კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები