ჰოლივუდი

"გოძილა vs კინგ-კონგის" ტრეილერი გამოვიდა

ქსელში მომავალი ბლოკბასტერის, “გოძილა vs. კინგ-კონგის”, პირველი სრულფასოვანი ტრეილერი გამოქვეყნდა.

კინოსტუდია Universal-ის მიერ წარმოებული ეპიკური ბლოკბასტერის პრემიერა მიმდინარე წლის 25 მარტს არის დაგეგმილი.

ფილმი ადამ ვინგარდმა გადაიღო. მთავარ როლებს მილი ბობი ბრაუნი, ალექსანდერ სკარშგორდი, ეისა გონსალესი, რებეკა ჰოლი და კაილ ჩენდლერი ასრულებენ.

ბლოკბასტერის სიუჟეტის მიხედვით, ერთმანეთს ორი უდიდესი მონსტრი - გოძილა და კინგ-კონგი უპირისპირდებიან. სურათი “კონგი: თავის ქალის კუნძულისა” და “გოძილა: მონსტრების მეფის” პირდაპირი გაგრძელებაა.
 

 

კომენტარები