NDI-ის კვლევა

NDI: 38%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 22% ფიქრობს, რომ საერთოდ არ იცვლება

benjielayug.com

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38% ფიქრობს, რომ "ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება", 32%-ის აზრით, "სწორად", ხოლო 22% მიიჩნევს, რომ "საერთოდ არ იცვლება".

გასული წლის აგვისტოში გამოკითხულთა 33% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, 2019 წელს კი - 53%.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები