კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 546 ახალი შემთხვევიდან თბილისში 285 დადასტურდა, იმერეთში –80, სამეგრელო-ზემო სვანეთში –31

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევიდან თბილისში 285 დადასტურდა, იმერეთში - 80, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი - 31. 

აჭარაში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 21, შიდა ქართლში - 32, გურიაში - 14, კახეთში - 34, მცხეთა მთიანეთში - 5, სამცხე-ჯავახეთში - 14, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 0. 

24 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 253 518 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 242 085 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  3 055 კი გარდაიცვალა. 8 352 აქტიური შემთხვევაა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები