კორონავირუსი საქართველოში

დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი COVID-19-ით გარდაიცვალა

საპატრიარქოს უწყებანი

მცხეთა-თბილისის ეპარქიის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი COVID-19-ით გარდიაცვალა. ინფორმაციას ავრცელებს საპატრიარქოს უწყებანი.

მათივე ცნობით, მამა დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით ინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 16 267 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 892 ადამიანი.  

23 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 240 629 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  3 038 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები