კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 998 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 16 267 ტესტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 16 267 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 892 ადამიანი.  

23 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 240 629 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  3 038 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები