კორონავირუსი და შეზღუდვები

1-ელი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება

იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდვითარება გაუმჯობესდა, კერძოდ კი, 7 დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდა 4%-ს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აჭარაში 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება კვების ობიექტების გარე სივრცეები. თქვა ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მაია ცქიტიშვილმა.

"კვების ობიექტები აჭარაში შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას ღია სივრცეებში, თუმცა, ბუნებრივია, შეზღუდული რჩება ქორწილები, ან ნებისმიერ სხვა დიდი წყვეულება, სარიტუალო ღონისძიება". – ამბობს მაია ცქიტიშვილი.

თუმცა, ცქიტიშვილის ცნობით, სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, კვლავ გააგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.

კომენტარები