მკვლელობა თელავში

თელავში 28 წლის ქალი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში კაცმა 1984 წელს დაბადებული კაცი და 1992 წელს დაბადებული ქალი დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, ქალი კი, მიღებული ჭრილობების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

"ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები